1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, პროვაიდერი, ამ წესის 24-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი).
2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.
4. პროვაიდერი ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ეროვნულ ბანკს წარუდგენს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით.
5. ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პროვაიდერში არსებული პოლიტიკა-პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად, პროვაიდერმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.
6. პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.g