1. პროვაიდერი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებსა და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას პროვაიდერი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული პროვაიდერის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, პროვაიდერის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს პროვაიდერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, პროვაიდერი ვალდებულია ჰქონდეს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირება