1. ანგარიშგების №12 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).

2. ანგარიშგების №12 ფორმაში ცალკე, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.

3. ანგარიშგების №12 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.

4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №12 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით