1. ანგარიშგების №15 ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიის მართვაში არსებული საინვესტიციო ფონდების შესახებ – საინვესტიციო ფონდის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა, საინვესტიციო ფონდის კლიენტების (ინვესტორების) რაოდენობა, საინვესტიციო ფონდის არარეზიდენტი ბენეფიციარი მესაკუთრეების წილობრივი მაჩვენებელი და არარეზიდენტი ინვესტორების წილობრივი მაჩვენებელი. ანგარიშგების №15 ფორმაში ინფორმაცია აისახება მათ შორის იმ საინვესტიციო ფონდებისა და საინვესტიციო ფონდების კლიენტების რაოდენობის შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ასევე იმ საინვესტიციო ფონდებისა და საინვესტიციო ფონდების კლიენტების რაოდენობის შესახებ, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდში.
2. ანგარიშგების №15 ფორმაში მიეთითება საინვესტიციო ფონდების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
3. სვეტში „ინვესტიციების განხორციელების სფეროები“ მიეთითება ინფორმაცია თითოეული საინვესტიციო ფონდის ჭრილში საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების სფეროების შესახებ (მაგ. მშენებლობა, უძრავი ქონება და სხვა).
4. ანგარიშგების №15 ფორმაში აისახება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდებისთვის მინიჭებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ ინფორმაცია. თუ საინვესტიციო ფონდს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისა