1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, აქტივების მმართველი კომპანია, ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი).
2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.
4. აქტივების მმართველი კომპანია ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით აქტივების მმართველ კომპანიაში არსებული პოლიტიკა-პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.
6. აქტივების მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.g