1. ანგარიშგების ფორმა №7 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. ანგარიშგების №7 ფორმაში, სვეტში „იურიდიული პირები“ და „ფიზიკური პირები“, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების რაოდენობისა და განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
3. ანგარიშგების ფორმა №7-ში ველში „სულ ფიზიკური პირები“ და „სულ იურიდიული პირები“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან საბროკერო კომპანიასთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საბროკერო კომპანიასთან.
4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №7 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით