1. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საკრედიტო კავშირმა, ანგარიშგების ფორმა №10-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების/გარიგებების ტიპების (სესხის გაცემა, დეპოზიტის მიღება და სხვა) და გარიგების/ოპერაციების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ გარიგებაში/ოპერაციაში გარიგების/ოპერაციის მონაწილე მხარის მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ანგარიშგების ფორმა №10-ში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №10-ში, სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე ველებში, საფუძვლების შესაბამისა