1. ანგარიშგების ფორმა №6 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების ფორმა №6 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან.
3. ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები არ მოიცავს უშუალოდ ხელოვან პირებს.
4. უძრავი ქონების აგენტი არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც საკუთარ ქონებას გასცემენ იჯარით.
5. იმ პირების გარიგების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაიგზავნა, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე ამ კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.
6. გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე პირის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების თანხების ჯამური მოცულობა.
7. ანგარიშგება ფორმა №6 მოიცავს ინფორმაციას იმ პირებზე, რომელთაც საკრედიტო კავშირმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ოპერაციის მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.
8. საკრედიტო კავშირის მიერ ანგარიშგების ფორმა №6-ში აისახება მის მიერ, საქმიანობის მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
9. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №6-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისია ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“ და „პირები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, სადაც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება (მაგალითად, თუ პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა ანგარიშგება ან პოლიტიკურად აქტიურ პირს შეუჩერდა/შეუწყდა მომსახურება, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში