1. საკრედიტო კავშირი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) − არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) − არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. საკრედიტო კავშირი ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებსა და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებულ ანგარიშგებასთან ერთად.

3. კონკრეტული საკრედიტო კავშირის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, საკრედიტო კავშირის მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ანგარიშგება ან/და დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს ვადაზე ადრე. ამასთან, ანგარიშგების/დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს საკრედიტო კავშირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, საკრედიტო კავშირი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირება