1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ამ წესის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, საკრედიტო კავშირი ანგარიშგებას ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში − პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგება მზადდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საკრედიტო კავშირი ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას წარუდგენს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით, იმავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში.

5. ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საკრედიტო კავშირში არსებული პოლიტიკა-პროცედურები, ასევე პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებები ეროვნულ ბანკს წარედგინება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. საკრედიტო კავშირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.

მუხლის 21. გარდამავალი დებულებები

საკრედიტო კავშირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 31 ივლისისა, რომელშიც უნდა აისახოს 2024 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებ