1. ანგარიშგების №5 ფორმაში აისახება კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ  განხორციელებული აქტივების ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით.

2. ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება შემდეგი წესით:

ა) ინფორმაცია არასაბირჟო გარიგებების შესახებ აისახება მიმღების/გამომგზავნის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით;

ბ) რეზიდენტი საბროკერო კომპანიის მეშვეობით საბირჟო გარიგების განხორციელებისას, ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება საფონდო ბირჟის ადგილმდებარეობის შესაბამისად;

გ) ანგარიშგების №5 ფორმაში არ აისახება რეზიდენტ საბროკერო კომპანიასთან განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია;

დ) საინვესტიციო ფონდის მიერ არარეზიდენტი საბროკერო კომპანიის მეშვეობით ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება საბროკერო კომპანიის  ადგილმდებარეობის შესაბამისად.

3. ველში - „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №5 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით