1. ანგარიშგების №10 ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნ