1. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება კლიენტების მიერ და კლიენტის სასარგებლოდ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ველში „მთლიანი ბრუნვა“, აისახება კლიენტთა მიერ და მათ სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, ანგარიშგების №4 ფორმაში მითითებული ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია.

3. საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოსყიდვის შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში აისახება კლიენტის მიერ ერთეულის გამოსყიდვის ოპერაციების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ერთეულის გამოსყიდვის ოპერაციების ჯამური მოცულობა.

4. მატერიალური ფორმით გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (ე.წ. „Bearer shares“) ინვესტირების შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში აისახება საინვესტიციო ფონდის მიერ მატერიალური ფორმით გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ოპერაციების ჯამური მოცულობა.

5. ქვეფაქტორში „ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგებები“ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების გაცვლის, ჩუქების, ასევე, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ, რომელიც არ განხორციელებულა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საფონდო ბირჟაზე, ასევე აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (გარდა მალტის, ლუქსემბურგის და კვიპროსისა) და გაერთიანებულ სამეფოში (გარდა „ზღვისიქითა ტერიტორიებისა“ („British Overseas Territories“) ლიცენზირებულ/ავტორიზებულ საფონდო ბირჟაზე, ან ე.წ „ალტერნატიულ სავაჭრო მოედანზე“. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგების შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციის რაოდენობის ველში აღინიშნება საინვესტიციო ფონდის მიერ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგებების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგებების ჯამური მოცულობა.

6. ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციები მოიცავს კლიენტების მიერ საინვესტიციო ფონდის სალაროში/სალაროდან, ასევე, საინვესტიციო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშიდან ნაღდი ფორმით განთავსებულ/გატანილ თანხებს.

7. კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგების შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში აისახება კლიენტის მიერ და კლიენტის სასარგებლოდ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ოპერაციების ჯამური მოცულობ