1. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო ფონდთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი შუამავლების შესახებ, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია მათი მეშვეობით ან/და მათი დავალებით. ანგარიშგების №9 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ შუამავლების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

2. ანგარიშგების №9 ფორმაში მიეთითება შუამავლის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და შუამავალთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობ