ნების გამოვლენა, რომელიც არასწორად იქნა შეტყობინებული შუამავლად გამოყენებული პირის მიერ, შეიძლება საცილო გახდეს იმავე პირობებით, რაც 73-ე მუხლის მიხედვით შეცდომით დადებული გარიგება.
II. მოტყუებით დადებული გარიგება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
თუკი დადასტურებულად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მაშინ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის 72- 73-ე, 79-ე და მე-80 მუხლები. გარდა ამისა, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის…
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას არც წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფა ( სსკ-ის მე-80 მუხლი). 9.5.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გააჩნია ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან და არ დგინდება სადავო ტერიტორიის გზის…
სააპელაციო პალატამ შუალედური გადაწყვეტილება დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს: სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 130-ე, 139-ე, 1008-ე მუხლები და მათ ნაცვლად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და 80-ე მუხლები, რაც არასწორი იყო. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემული დავის საგანი ზიანის ანაზღაურება იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა,…
…ამ სამკვიდროს მიღების ფაქტს. საქართველოს სსრ-ის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის 80-ე მუხლის შესაბამისად კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 15. კომერციული შუამავალი— საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 18. შუამავლობა და დავები— შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ
მუხლი 13. ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №9)— აქტივების მმართველი კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 13. ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №9)— საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 15. ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №11)— საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 80, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-80/