ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7);

თ)  ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №9);

კ) სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №10);

ლ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №11);

მ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების  შესახებ (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №13);

ო) ინფორმაცია ინვესტიციების განხორციელების სფეროების შესახებ (ფორმა №14);

პ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №15).

მუხლის 5. ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის შესახებ (ფორმა №1)

1. ანგარიშგების №1 ფორმა მოიცავს საინვესტიციო ფონდის დასახელებას, საინვესტიციო ფონდის ტიპს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების რაოდენობისა და ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში, მიეთითება მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).

4. ველში „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

5. ანგარიშგების №1 ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციის მიხედვი