1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება საინვესტიციო ფონდების მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება საინვესტიციო ფონდების მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. კლიენტი არის საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) მფლობელი (ინვესტორი).

4. ანგარიშგებაში არ უნდა აისახოს საინვესტიციო ფონდში ერთი კლიენტის ანგარიშებს/ქვეანგარიშებს შორის აქტივების მოძრაობა.

5. ოპერაციების შესრულების თარიღად ითვლება საინვესტიციო ფონდში ოპერაციასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე გადაცემის/მიღების თარიღი, ხოლო საინვესტიციო ფონდში ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციების შემთხვევაში, ფინანსური ინსტრუმენტის აქტივის გადაცემის თარიღი.

6. ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული შესაბამისი ბრუნვა (საკრედიტო და სადებეტო ბრუნვები, დაჯამებული აბსოლუტურ სიდიდეებში).

7. ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება თანხობრივ გამოხატულებაში ოპერაციით დაფიქსირებული ფასით, თუ აღნიშნული დადასტურებულია გარიგების დოკუმენტებით, ან ამგვარის არარსებობის შემთხვევაში, საფონდო ბირჟის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი დახურვის ფასით, ყველა სხვა შემთხვევაში კი ნომინალური ღირებულებით.

8. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებს.

9. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 38-ე და 39-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. საინვესტიციო ფონდის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.

11. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.

12. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხი