1. „საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომელიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საინვესტიციო ფონდების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესს.
2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ საინვესტიციო ფონდში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საინვესტიციო ფონდები ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებშ