1. „კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის წესს.
2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ კომერციულ ბანკში (შემდგომში – ბანკი) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი ბანკები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებშ