თავი V — სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი, წილი, დივიდენდი, სასესხო ფასიანი ქაღალდი
1. სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია გამოუშვას სასესხო ფასიანი ქაღალდები. სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სამეწარმეო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებითა და შესაბამისი კანონმდებლობით.
2. სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებით ან წესდებით შეიძლება დადგინდეს აგრეთვე ცალკეული უფლებამოსილებები, რომლებსაც განახორციელებს სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კრება სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით. ეს უფლებამოსილებები შეიძლება უკავშირდებოდეს ვალდებულების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
3. სასესხო ფასიანი ქაღალდი გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას.
4. სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონის) გადახდის პირობით ან მის გარეშე.
5. სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა უფლებებს, მათ შორის, აქციად კონვერტაციის უფლებას ამ კანონის 158-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
6. სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობები უნდა დაერთოს ემისიის პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზედაც იქნა გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. სასესხო ფასიანი ქაღალდების შეძენით პირი თანხმდება სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებს.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ
თავი VIსამეწარმეო საზოგადოების ორგანოე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3720
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 341. სამეწარმეო საზოგადოების მიერ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება 1. სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია გამოუშვას სასესხო ფასიანი ქაღალდები. სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სამეწარმეო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებითა და შესაბამისი კანონმდებლობით. 2. სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებით ან წესდებით შეიძლება დადგინდეს აგრეთვე ცალკეული უფლებამოსილებები, რომლებსაც განახორციელებს სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კრება სასესხო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით. ეს უფლებამოსილებები შეიძლება უკავშირდებოდეს ვალდებულების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 3. სასესხო ფასიანი ქაღალდი გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას. 4. სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონის) გადახდის პირობით ან მის გარეშე. 5. სასესხო ფასიანი ქაღალდი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა უფლებებს, მათ შორის, აქციად კონვერტაციის უფლებას ამ კანონის 158-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 6. სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობები უნდა დაერთოს ემისიის პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზედაც იქნა გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. სასესხო ფასიანი ქაღალდების შეძენით პირი თანხმდება სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებს. თავი VIVIსამეწარმეო სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებიორგანოე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 04/08/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება