1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში − ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში − ეროვნული ბანკი) ინფორმაციის წარდგენის წესს.
2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გაანალიზდეს კონკრეტულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში − საკრედიტო კავშირში (შემდგომში − საკრედიტო კავშირი) არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.
3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საკრედიტო კავშირები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებშ