2. ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება, აგრეთვე კაპიტალური დაბანდებანი მიწების გაუმჯობესებაზე (მელიორაციული და საირიგაციო სამუშაოები და სხვ.) და იჯარით აღებულ ძირითად საშუალებებზე (შენობები, ნაგებობანი, მოწყობილობა და ა.შ.).
3. კაპიტალური დაბანდებანი მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისა და მიწების გაუმჯობესებაზე ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში ჩაირთვება ყოველწლიურად იმ დანახარჯების თანხით, რომლებიც გაწეულ იქნა ექსპლუატაციაში მიღებულ ფართობზე, მიუხედავად სამუშაოების მთელი კომპლექსის დამთავრებისა