1. ერთ წელზე ნაკლებ ხანს გამოსადეგი შრომის საშუალებები, მიუხედავად მათი ღირებულებისა.
2. შრომის საშუალებები, რომელთა ღირებულება ერთეულზე შეძენის თარიღისათვის 150 ლარამდეა, მიუხედავად მათი მომსახურების ვადისა.
3. თევზსაჭერი იარაღები (ქსელები, ბადეები და სხვ.), მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა.
4. ბენზინისძრავიანი ხერხები, საჭრელები, სეზონური გზები, ტყესაზიდარი გზების განშტოებანი, დროებითი ნაგებობანი ტყეში (პატარა მოძრავი სახლები, საქვაბე პუნქტები, ხერხის სალესი სახელოსნოები, ბენზინგასამართი და სხვ.).
5. სპეციალური ინსტრუმენტები და სპეციალური სამარჯვები (მიზნობრივი დანიშნულების ინსტრუმენტები და სამარჯვები, რომლებიც განკუთვნილია ცალკეული ნაკეთობების მასიური და სერიული წარმოებისათვის ან ინდივიდუალური შეკვეთების დასამზადებლად), მიუხედავად ღირებულებისა;
ცვლადი მოწყობილობა (წარმოებაში მრავალჯერადი გამოყენების სამარჯვები და სხვა მოწყობილობანი, რომელთა გამოყენებაც განპირობებულია პროდუქციის დამზადების სპეციფიკით), მიუხედავად მათი ღირებულებისა.
6. სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური ფეხსაცმელი, ქვეშაგები, მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა.
7. ტანსაცმელი, რომელიც განკუთვნილია საწარმოს მუშაკებისათვის გასაცემად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და ბიუჯეტზე მყოფი სხვა დაწესებულებებისათვის.
8. დროებითი (არასატიტულო) ნაგებობები, სამარჯვები და მოწყობილობები, რომელთა აგების ხარჯები მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების თვითღირებულებას ზედნადები ხარჯების შემადგენლობაში.
9. ტარა, რომელიც განკუთვნილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყობებში შესანახად ან ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად ერთეულზე შეძენის ან დამზადების ხარჯების მიხედვით, მე-2 პუნქტში დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
10. მოზარდი ან გასასუქებელი პირუტყვი, ფრინველი, ბოცვერი, ბეწვიანი ნადირი, ფუტკრის ოჯახები, აგრეთვე საცდელი ცხოველები.
11. მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც გამოყვანილია სანერგეებში სარგავი მასალების სახით.
12. საგნები, რომლებიც გათვალისწინებულია გასაქირავებლად, ღირებულების მიუხედავად
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 42. საწარმოს ძირითად საშუალებებს არ მიეკუთვნება და აღირიცხება საბრუნავ საშუალებებში, ხოლო ორგანიზაციებში – მცირეფასიან საგნებში:
თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. საწარმო, ორგანიზაცია თავისი ქონების შემადგენლობას და წარმოქმნის წყაროებს ასახავს ბუღალტრულ ანგარიშგებაში, რომლის შედგენისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
- მუხლი 31. კაპიტალური დაბანდების შემადგენლობაში შეიტანება დანახარჯები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, ინვენტარის შეძენისა და სხვა კაპიტალური (საპროექტო-საძიებო, გეოლოგიურ-სადაზვ
- მუხლი 33. 1. ფინანსურ დაბანდებებს მიეკუთვნება საწარმოს, ორგანიზაციის ინვესტიციები სხვა საწარმოთა და ორგანიზაციათა ფასიან ქაღალდებში (აქციები, ობლიგაციები და სხვ.), საწესდებო კაპიტალში, გაცემული სესხები საქართვე
- მუხლი 35. 1. ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთები, ბუნებათსარგებლობის ობიექტები, ნაგებობანი, გადამცემი მოწყობილობანი, მუშა და ძალური მანქანები და მოწყობილობა, საზომი, მარეგულირებელი ხელსაწყოები და მო
- მუხლი 37. საწარმოს, ორგანიზაციის ძირითადი საშუალებები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება პირვანდელი ღირებულებით, ე.ი. მათი შეძენის, აგების, დამზადებისათვის გაწეული ფაქტობრივი ხარჯების თანხით. პირვანდელი ღირებულების
- მუხლი 40. ამორტიზაცია (ცვეთა) არ ერიცხება შემდეგ ძირითად საშუალებებს:
- მუხლი 43. 1. ექსპლუატაციაში მყოფი შრომის საშუალებებისა და საგნების ღირებულება, რომლებიც მოცემულია 42-ე მუხლში (გარდა მე-5, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებისა, რომელთაც ცვეთა არ ერიცხებათ) იფარება ცვეთის დარიცხვის
- მუხლი 44. საწარმოს, ორგანიზაციის არამატერიალური აქტივების შემადგენლობაში აისახება ობიექტები, რომლებიც სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენება ხანგრძლივად და მოაქვთ შემოსავლები: კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება,
- მუხლი 45. არამატერიალური აქტივები ბალანსში აისახება შეძენის დანახარჯების თანხით, მათი იმ მდგომარეობამდე დაყვანის ხარჯების ჩათვლით, რომელშიც ისინი ვარგისია გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოსაყენებლად. ისინი თა
- მუხლი 46. ნედლეული, ძირითადი და დამხმარე მასალები, სათბობი, ნაყიდი ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაკეთობანი, სათადარიგო ნაწილები, ტარა, რომელიც გამოიყენება პროდუქციის (საქონლის) შესაფუთად და ტრანსპორტირ
- მუხლი 47. 1. მატერიალური რესურსების ფაქტობრივი თვითღირებულება განისაზღვრება მათი შეძენის ფასებიდან გამომდინარე, მიმწოდებელთა მიერ კრედიტით მიწოდებულ საქონელზე პროცენტების, მომმარაგებელი და საგარეო-ეკონომიკური ო
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 42. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-42/