2. წარმოებაში (გასაყიდად) გადაცემული მატერიალური რესურსების ფაქტობრივი თვითღირებულების განსაზღვრისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) ინდივიდუალური ღირებულების მეთოდი;
ბ) საშუალო თვითღირებულების მეთოდი – იგულისხმება, რომ წარმოებაში გადაცემული რესურსები, ასევე მათი მარაგი შეფასდება საშუალო ფასებით;
გ) მეთოდი " FIFO " – იგულისხმება, რომ მატერიალური რესურსები საანგარიშო პერიოდში გამოიყენება მათი შეძენის თანმიმდევრობით, ე.ი. წარმოებაში, ანუ (გაყიდვაში) პირველად გადაცემული რესურსები შეფასდება მათი შეძენის თანმიმდევრობიდან გამომდინარე ფასებით, თვის დასაწყისში არსებული რესურსების ღირებულების გათვალისწინებით. ამ მეთოდის გამოყენებისას საანგარიშო პერიოდის ბოლოს მარაგში არსებული რესურსები შეფასდება ბოლოს შეძენილი რესურსების ფასებით;
დ) მეთოდი " LIFO "– იგულისხმება, რომ წარმოებაში (გასაყიდად) პირველად გადაცემული რესურსები შეფასდება ბოლოს შეძენილი რესურსების ფასების თანმიმდევრობით. ამ მეთოდის გამოყენებისას მატერიალური რესურსების მარაგი შეფასდება უფრო ადრე შეძენილი რესურსების ფასებით