1. ექსპლუატაციაში მყოფი შრომის საშუალებებისა და საგნების ღირებულება, რომლებიც მოცემულია 42-ე მუხლში (გარდა მე-5, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებისა, რომელთაც ცვეთა არ ერიცხებათ) იფარება ცვეთის დარიცხვის გზით. ზემოთ ჩამოთვლილ საგნებს შეიძლება დაერიცხოთ ცვეთა 100 პროცენტამდე ოდენობით მათი საექსპლუატაციოდ გადაცემისას.
2. ერთეულზე 15 ლარამდე ღირებულების საგნები მთლიანად შეიძლება ჩამოიწეროს ხარჯებში მათი საექსპლუატაციოდ გადაცემისას. ამ საგნების დაცვის უზუნველყოფის მიზნით საწარმოებში, დაწესებულებებში საჭიროა სათანადო კონტროლის ორგანიზაცია.
3. სპეციალური ინსტრუმენტებისა და სპეციალური სამარჯვების ღირებულება დაიფარება დაწესებული ნორმების ან სახარჯთაღრიცხვო განაკვეთების შესაბამისად, რომლებიც გაანგარიშებულია მათი დამზადების (შეძენის) ხარჯთაღრიცხვის და პროდუქციის გამოშვების გათვალისწინებით. ინდივიდუალური შეკვეთებისათვის განკუთვნილი სპეციალური ინსტრუმენტებისა და სპეციალური სამარჯვების ღირებულება მთლიანად დაიფარება მათი წარმოებაში გადაცემისას.
4. გასაქირავებელი საგნების ღირებულება იფარება ცვეთის დარიცხვის გზით, მათი მომსახურების ვადიდან გამომდინარე.
5. საბრუნავი საშუალებები და საგნები, რომლებიც მოცემულია 42-ე მუხლში, შემოსავალში აიღება მათი პირვანდელი ღირებულებით ანუ მათი შეძენისა ან დამზადებისათვის გაწეული ხარჯების თანხით. ამ საშუალებებისა და საგნების ცვეთის თანხა აღრიცხვაში აისახება ცალკე.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 43
თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები
მთავარი მონაცემები
- თანხა 15 ლარამდე
- განაკვეთი 100 პროცენტამდე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 43. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-43/