ამორტიზაცია (ცვეთა) არ ერიცხება შემდეგ ძირითად საშუალებებს:
1. მიწის ნაკვეთებსა და ბუნებათსარგებლობის ობიექტებს.
2. ხელოვნების ნიმუშებს.
3. მუშა და პროდუქტიულ პირუტყვს (ხარები, კამეჩები, ფურები).
4. საბიბლიოთეკო ფონდებს.
5. დადგენილი წესის შესაბამისად კონსერვაციაზე გადაყვანილ ძირითად საშუალებებს.
6. სრულად ამორტიზებულ ძირითად საშუალებებს.
7. სხვა ძირითად საშუალებებს, რომლებიც განსაზღვრულია საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებით.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 40
თავი VIII — ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 40. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-40/