მუხლი 20 საწარმოს, ორგანიზაციის მთავარ ბუღალტერს (ბუღალტერს) ეკრძალება მიიღოს შესასრულებლად და გასაფორმებლად დოკუმენტები ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არღვევს სახელშეკრულებო და საფინანსო დისციპლინას. ასეთი დოკუმენტების შესახებ მთავარი ბუღალტერი წერილობით აცნობებს ხელმძღვანელს. ხელმძღვანელისაგან აღნიშნული დოკუმენტების შესრულების შესახებ წერილობითი განკარგულების მიღების შემდეგ მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) ასრულებს მას, ამავე დროს მთელი პასუხისმგებლობა უკანონო ოპერაციების შესრულებისათვის ეკისრება ხელმძღვანელს🔗