1. მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) უშუალოდ ემორჩილება ხელმძღვანელს. იგი თავის საქმიანობას წარმართავს არსებული კანონმდებლობით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული დოკუმენტებით, რომლებიც დამტკიცებულია დადგენილი წესით, და პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვისათვის.
2. მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) უზრუნველყოფს საწარმოს, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუღალტრო ანგარიშების ასახვის სისრულეს და კონტროლს, ოპერატიული ინფორმაციისა და ბუღალტრული ანგარიშგების დროულ შედგენასა და წარდგენას.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 19
თავი V — ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 19. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-19/