ა) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით, ხელშეკრულების დადებისთვის პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა/გადამოწმება;

ბ) პოტენციურ ბენეფიციართან დასადები ხელშეკრულების პროექტის მომზადება და დადების ორგანიზება;

გ) ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულებების სისტემატიზაცია და რეესტრის წარმოება;

დ) ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულების ცვლილების მიზანშეწონილობის დადგენა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ორგანიზება;

ე) პროექტების/პროგრამების ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულებების შესაბამის უწყებებში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ვ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების მართვა;

ზ) ბენეფიციარების სახელშეკრულებო ვალდებულებებს აღრიცხვა და ვალდებულებების (მ.შ.გრძელვადიანი ვალდებულებების) შესრულების კონტროლი;

თ) ბენეფიციართა თანადაფინანსების/ტრანშის მომზადება, ფინანსური/საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენის უზრუნველყოფა და თანადაფინანსებისთვის წარმოდგენა;

ი) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ბენეფიციარის/მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კორესპონდენცი(ებ)ის მომზადება (მათ შორის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე). ბენეფიციარის/მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვავაში შესაბამისი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენა;

კ) პროექტების/პროგრამების განხორციელების ეტაპზე შედგენილი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და პროექტების/პროგრამების დასრულების შემდეგ, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;

ლ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების თაობაზე მონაცემთა აღრიცხვა და წარმოდგენა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ო) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეე