ა) შესაბამისი პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებ(ებ)თან კოორდინაციით პროგრამ(ებ)ის/ქვეპროგრამ(ებ)ის განხორციელების წეს(ებ)ის შემუშავება და ინიციირება;

ბ) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით, განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის/ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის მიღების კოორდინაცია, განხილვა, შესწავლა;

გ) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის/ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის პროექტების/პროგრამების მოთხოვნებთან/პირობებთან შესაბამისობის ვერიფიკაცია და დადგენა;

დ) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის/ბიზნესგეგმის/ბიზნეს მოდელის შესწავლა;

ე) განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის პროექტების/პროგრამების მოთხოვნებთან/პირობებთან შეუსაბამობის/ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განმცხადებლის ინფორმირების უზრუნველყოფა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლის/პოტენციური ბენეფიციარის განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის ადგილზე გასვლით გადამოწმება, განაცხადში მითითებული ტერიტორიის მონიტორინგი და დათვალიერების აქტის შედგენა;

ზ) განაცხადის/ბიზნესგეგმის/პროექტის განხილვის საფუძველზე წინადადებების წარმოდგენა შემდგომ ეტაპზე დაშვების ან/და თანადაფინანსების მიზანშეწონილობის განხილვის მიზნით;

თ) პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში შესასყიდი ობიექტის მახასიათებლების, სპეციფიკაციების განსაზღვრა;

ი) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით, ხელშეკრულების დადებისთვის პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა/გადამოწმება;

კ) პოტენციურ ბენეფიციარებთან დასადები ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულებების დადების ორგანიზება;

ლ) ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებების სისტემატიზაცია და რეესტრის წარმოება;

მ) ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულების ცვლილების მიზანშეწონილობის დადგენა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ორგანიზება;

ნ) პროექტების/პროგრამების ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულებების შესაბამის უწყებებში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ო) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების მართვა;

პ) ბენეფიციარების სახელშეკრულებო ვალდებულებების აღრიცხვა და ვალდებულებების (მ.შ.გრძელვადიანი ვალდებულებების) შესრულების კონტროლი;

ჟ) ბენეფიციართა თანადაფინანსების/ტრანშის მომზადება, ფინანსური/საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენის უზრუნველყოფა და თანადაფინანსებისთვის წარმოდგენა;

რ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ბენეფიციარის/მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კორესპონდენცი(ებ)ის მომზადება (მათ შორის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე). ბენეფიციარის/მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენა;

ს) პროექტების/პროგრამების განხორციელების ეტაპზე შედგენილი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და პროექტების/პროგრამების დასრულების შემდეგ, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;

ტ) პროექტების/პროგრამების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების თაობაზე მონაცემთა აღრიცხვა და წარმოდგენა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;

ფ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ქ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტუ