ორგანიზაციაში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენს:
ა)
ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი;
ბ)
აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა;
გ)
გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა;
დ)
არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება;
ე)
ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება.
ვ)
აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების შედარება ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან