1.
ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2.
საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის   ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.
კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე შესაძლებელია კომისია შექიმნას საჭიროების შემთხვევაშიც.
4.
კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა)
საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე - რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ)
საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ)
საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი- რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
დ)
საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
5.
საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის სრულყოფილად მუშაობის მიზნით  უფლებამოსილია  მოიწვიოს დარგის კვალიფიციური   სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6.
კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული  მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
7.
კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობა. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
8.
კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას:
ა)
ინვენტარიზაციის დაწყებამდე ამოწმებს საინვენტარო ბარათების არსებობას, ტექნიკური პასპორტების ან/და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობას/მდგომარეობას.
ბ)
ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიხედვით ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების აღრიცხვას.
გ)
ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს  ადარებს სააღრიცხვო  მონაცემებს.
დ)
ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს.
ე)
ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილ დანაკლისის/ ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას ბუღალტრულ  აღრიცხვის მონაცემებთან შედარების  დასრულებისთანავე.
ვ)
კომისიის ყველაწევრი ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს.
ზ)
კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება ინვენტარიზაციის  შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე წერილობით  (მიზეზის მითითებით)  წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
9.
აღწერის წინ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი  იძლევა ხელწერილს მასზე, რომ მის პასუხისმგებლობაში  არსებული ქონება ბუღალტრული მონაცემების იდენტურია.
10.
შედარების უწყისების შედგენამდე ორგანიზაციის ბუღალტერია ამოწმებს ყველა გაანგარიშების სისწორეს, რომელიც მოცემულია საინვენტარიზაციო აღწერილობაში. საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში შეტანილი ცვლილებები დამოწმებული უნდა იყოს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრის მიერ.
11.
ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად ორგანიზაციის ბუღალტერია ადგენს შესაბამის შედარების უწყისებს.
12.
იმ აქტივებზე, რომლებიც არ არის აღრიცხული საბალანსო ან საცნობარო მუხლებში, დგება შესაბამისი შედარების უწყისი.
13.
საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ახალციხის მუნიცპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით  დადგენილ ვადებში ინვენტარიზაციის ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
14.
საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
15.
საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ახალციხის მუნიცპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით  დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
16.
საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზ