1.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას  საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2.
ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
3.
ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე.
4.
ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
5.
ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
6.
განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წეს