1.
.ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა:
ა)
ყოველწლიურად, გარდა უძრავი ქონებისა და საბიბლიოთეკო ფონდებისა;
ბ)
უძრავი ქონების ინვენტარიზაცია – მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ;
გ)
საბიბლიოთეკო ფონდების ინვენტარიზაცია – მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ.
2.
სავალდებულო ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში, შერჩევითი ინვენტარიზაცია ტარდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შექმნილი კომისის მიერ.
3.
შერჩევითი ინვენტარიზაცია ტარდება:
ა)
მატერიალური პასუხისმგებლობის პირების შეცვლისას, მხოლოდ მათ პასუხისმგებლობაში არსებული აქტივებისათვის;
ბ)
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის დროს;
გ)
აქტივების დატაცების, დაზიანების ფაქტების დადგენისთანავე;
დ)
ხანძრის ან სტიქიური უბედურების შემდგომ