1. საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. იგი შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ნორმატიულ აქტებს და მეთოდურ მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის.
2. ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ მეთოდურ მითითებებს, დარგის თავისებურებებიდან გამომდინარე, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში შეიმუშავებენ და ამტკიცებენ დარგობრივი სამინისტროები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
* იგულისხმება საბიუჯეტო, საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები, ფონდები, ასოციაციები და ორგანიზაციები, რომლებიც არასამეწარმეო იურიდიული პირები არიან.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 2
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 2. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-2/