ანგარიში – სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები (1-15-0000) მოიცავს მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების შემდეგ ანგარიშებს: მომწოდებლებისთვის წინასწარ გადახდილი თანხებით (1-15-1000), არაფინანსური აქტივების გადაცემით (1-15-2000), ბარტერული ოპერაციებიდან მისაღები აქტივებით (1-15-3000); გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გადაცემით (1-15-4000) და მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისით (1-15-5000).
ანგარიში – მომწოდებლებისთვის წინასწარ გადახდილი თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები (1-15-1000) მოიცავს წინასწარი გადახდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების შესაბამის ანგარიშებს: საქონლისა და მომსახურების შესაძენად წინასწარი გადახდებით (1-15-1100) და არაფინანსური აქტივების (გარდა მატერიალური მარაგებისა) შესაძენად წინასწარი გადახდებით (1-15-1200).
ანგარიშზე – „საქონლისა და მომსახურების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-15-1100) აღირიცხება მოკლევადიანი მოთხოვნები, რომლებიც წარმოქმნილია მომსახურების მოწოდების ან მატერიალური მარაგების შესაძენად გაწეული წინასწარი გადახდებით
ანგარიშზე – „არაფინანსური აქტივების, გარდა მატერიალური მარაგებისა, შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-15-1200) აღირიცხება მოკლევადიანი მოთხოვნები, რომლებიც წარმოქმნილია არაფინანსური აქტივების გარდა მატერიალური მარაგებისა, შესაძენად ავანსად გაცემული სახსრებით.
ანგარიშზე – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები წინასწარ გადახდილი გადასახდელებით“ (1-15-1300) აღირიცხება წინასწარ გადახდილი გადასახადელებით წარმოქმნილი სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები.
ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების გადაცემით“ (1-15-2000) აღირიცხება მოკლევადიანი არაფინანსური აქტივების, ასევე, მცირეფასიანი აქტივების გადაცემით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.
ანგარიშზე – „ბარტერული ოპერაციებიდან მისაღები აქტივებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ (1-15-3000) აღირიცხება ბარტერული ოპერაციის შედეგად ერთეულის მიერ მისაღები აქტივები.
ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გადაცემით“ (1-15-4000) აღირიცხება გრძელვადიანი არაფინანსური გადაცემით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.
ანგარიშზე – მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისით (1-15-5000) აღირიცხება მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ან სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული არაფინანსური აქტივების დანაკლისის თანხებზ