ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) ინვესტიციები (1-12-0000) მოიცავს: ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-12-1000), გრძელვადიანი კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილს (1-12-2000), ფინანსური იჯარის მოთხოვნების მიმდინარე ნაწილს (1-12-3000), მოკლევადიანი (მიმდინარე) ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა (1-12-4000) და სხვა მოკლევადიან (მიმდინარე) ინვესტიციებს (1-12-9000).

ანგარიში – ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-12-1000) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებსა და სესხებს (1-12-1100), არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებსა და სესხებს (1-12-1200).

ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-12-1100) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებსა და სესხებს (1-12-1110) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებსა და სესხებს (1-12-1120).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები“ (1-12-1110) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები, ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები“ (1-12-1120) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები, უცხოურ ვალუტაში.

ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-12-1200) მოიცავს: არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებსა და სესხებს (1-12-1210) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებსა და სესხებს (1-12-1220).

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები“ (1-12-1210) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები, ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები“ (1-12-1220) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტები და სესხები, უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიში – გრძელვადიანი კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილი (1-12-2000) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილს (1-12-2100) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილს (1-12-2200).

ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი (1-12-2100) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილს (1-12-2110) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილს (1-12-2120).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი“ (1-12-2110) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი, რომლის დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან 12 თვის განმავლობაში.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი“ (1-12-2120) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი (რომლის დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან 12 თვის განმავლობაში), უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი (1-12-2200) მოიცავს: არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილს (1-12-2210) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილს (1-12-2220).

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი“ (1-12-2210) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი, რომლის დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან 12 თვის განმავლობაში.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი“ (1-12-2220) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილი (რომლის დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან 12 თვის განმავლობაში), უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

ანგარიში – ფინანსური იჯარიდან გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილი (1-12-3000) მოიცავს ფინანსური იჯარიდან გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილის ძირითად თანხას (1-12-3100), რომელზეც აღირიცხება ფინანსური იჯარით გაცემულ აქტივებთან დაკავშირებით წარმოქმნილი გრძელვადიანი მოთხოვნების მიმდინარე ნაწილის ძირითადი თანხა.

ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა“ (1-12-4000) აღირიცხება აქციების გარდა ყველა სხვა სახის მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდი.

ანგარიშზე – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ინვესტიციები“ (1-12-9000) აღირიცხება ერთეულის მფლობელობაში არსებული სხვა მოკლევადიანი ინვესტიციებ