ანგარიში – ფულადი სახსრები და მათ ეკვივალენტები (1-11-0000) მოიცავს: ფულად სახსრებს სალაროში (1-11-1000), მიმდინარე ანგარიშებს ბანკში (1-11-2000) და ფულადი სახსრების ეკვივალენტებს (1-11-3000).
ანგარიში – ფულადი სახსრები სალაროში მოიცავს: ნაღდ ფულს ეროვნულ ვალუტაში (1-11-1100) და ნაღდ ფულს უცხოურ ვალუტაში (1-11-1200).
ანგარიშზე – „ფულადი სახსრები სალაროში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-1100)– აღირიცხება სალაროში არსებული ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „ფულადი სახსრები სალაროში უცხოურ ვალუტაში“ (1-11-1200)– აღირიცხება სალაროში არსებული ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიში – მიმდინარე ანგარიში ბანკში მოიცავს: ხაზინის ერთიან ანგარიშს ეროვნულ ბანკში (1-11-2100), ხაზინის სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში (1-11-2200), ხაზინის ანგარიშებს კომერციულ ბანკებში (1-11-2300), საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშებს კომერციულ ბანკებში (1-11-2400).
ანგარიში – ხაზინის ერთიან ანგარიში ეროვნულ ბანკში (1-11-2100) მოიცავს: სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადი სახსრები (1-11-2110), დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2120), დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში (1-11-2130) და სხვა ანგარიშები ხაზინაში (1-11-2140).
ანგარიშზე – „სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადი სახსრები“ (1-11-2110) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები, ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2120) აღირიცხება ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში“ (1-11-2130) აღირიცხება ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში.
ანგარიშზე – „სხვა ანგარიშები ხაზინაში“ (1-11-2140) აღირიცხება ხაზინაში გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ნებისმიერი სხვა სახსრები, რომელთა აღრიცხვა არ არის გათვალისწინებული ხაზინაში გახსნილი ანგარიშების ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში.ანგარიშზე – „ხაზინის სავალუტო ანგარიში ეროვნულ ბანკში“ (1-11-2200) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები, უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიში – ხაზინის ანგარიშები კომერციულ ბანკებში (1-11-2300) მოიცავს: ხაზინის ანგარიშს კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2310), ხაზინის ანგარიშს კომერციულ ბანკში უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში (1-11-2320).
ანგარიშზე – „ხაზინის ანგარიში კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2310) აღირიცხება კომერციულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „ხაზინის ანგარიში კომერციულ ბანკში უცხოურ ვალუტაში“ (1-11-2320) აღირიცხება კომერციულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები, უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიში – საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშები კომერციულ ბანკებში (1-11-2400) მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიშს კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2410); საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიშს კომერციულ ბანკში უცხოურ ვალუტაში (1-11-2420) და საბიუჯეტო ორგანიზაციის სხვა ანგარიში კომერციულ ბანკში (1-11-2430).
ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიში კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2410) აღირიცხება ორგანიზაციის არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობასთან და საბიუჯეტო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები კომერციულ ბანკში, ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიში კომერციულ ბანკში უცხოურ ვალუტაში“ (1-11-2420) აღირიცხება ორგანიზაციის არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობასთან და საბიუჯეტო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები კომერციულ ბანკში, უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – საბიუჯეტო ორგანიზაციის სხვა ანგარიში კომერციულ ბანკში (1-11-2430) აღირიცხება აღირიცხება საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები კომერციულ ბანკში.
ანგარიში – ფულადი სახსრების ეკვივალენტები (1-11-3000) მოიცავს: სამ თვემდე ვადიან საბანკო დეპოზიტებს ეროვნულ ვალუტაში (1-11-3100), საბიუჯეტო სახსრებით ფულადი სახსრების ეკვივალენტებს, გარდა სამ თვემდე ვადიანი საბანკო დეპოზიტებისა (1-11-3200) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ფულადი სახსრების ეკვივალენტებს, გარდა სამ თვემდე ვადიანი საბანკო დეპოზიტებისა (1-11-3300).
ანგარიშზე – „სამ თვემდე ვადიანი საბანკო დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-3100) აღირიცხება ერთეულის სამ თვემდე ვადიანი საბანკო დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ფულადი სახსრების ეკვივალენტები, გარდა სამ თვემდე ვადიანი საბანკო დეპოზიტებისა“ (1-11-3200) აღირიცხება საბიუჯეტო სახსრებით ფულადი სახსრების ეკვივალენტებად განსაზღვრული 3 თვემდე ვადით მაღალლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტები.
ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ფულადი სახსრების ეკვივალენტები, გარდა სამ თვემდე ვადიანი საბანკო დეპოზიტებისა“ (1-11-3300) აღირიცხება არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ფულადი სახსრების ეკვივალენტებად განსაზღვრული 3 თვემდე ვადით მაღალლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტებ