ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების აკუმულირებული ღირებულების შემცირება (1-19-0000) მოიცავს: მოკლევადიანი (მიმდინარე) ინვესტიციების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1000), საეჭვო მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ანარიცხებს (1-19-2000) და მატერიალური მარაგების აკუმულირებულ ღირებულების შემცირებას (1-19-3000).

ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) ინვესტიციების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1000) მოიცავს: ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების (1-19-1100), ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის (1-19-1200), ერთ წელზე მეტი ვადით ფინანსური იჯარიდან მოთხოვნების მიმდინარე ნაწილის (1-19-1300) და სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ინვესტიციების (1-19-1900) აკუმულირებული გაუფასურების ზარალის ანგარიშებს.

ანგარიში – ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1100) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1110) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1120).

ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1110) მოიცავს საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1111) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1112).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1111) აღირიცხება საბუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1112) აღირიცხება საბუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1120) მოიცავს არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1121) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1122).

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1121) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-21-5122) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

ანგარიში – ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1200) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1210) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1220).

ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1210) მოიცავს საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალს (1-19-1211) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალს (1-19-1212).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1211) აღირიცხება აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რაც უკავშირდება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ვადით ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილს.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1212) აღირიცხება აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რაც უკავშირდება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ვადით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილს.

ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1220) მოიცავს არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1221) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1222).

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1221) აღირიცხება აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რაც უკავშირდება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ვადით ეროვნულ ვალუტაში გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილს.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1222) აღირიცხება აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რაც უკავშირდება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ვადით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილს.

ანგარიში – ერთ წელზე მეტი ვადით ფინანსური იჯარიდან მოთხოვნების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-1300) მოიცავს: ფინანსური იჯარის მოთხოვნების ძირითადი თანხის (1-19-1310) და ფინანსური იჯარის მოთხოვნების პროცენტის (1-19-1320) აკუმულირებული გაუფასურების ზარალის ანგარიშებს.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარის მოთხოვნების ძირითადი თანხის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1310) აღირიცხება ფინანსური იჯარის მოთხოვნების ძირითად თანხების გაუფასურებასთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარის მოთხოვნების პროცენტის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1320) აღირიცხება ფინანსური იჯარის მოთხოვნების გაუფასურებასთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

ანგარიშზე – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ინცესტიციების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1900) აღირიცხება სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ინცესტიციების გაუფასურებასთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

ანგარიში – საეჭვო მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების ანარიცხები (1-19-2000) მოიცავს საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების შემდეგ ანგარიშებს: ამოუღებადი გადასახადების (1-19-2100), საპროცენტო მოთხოვნების (1-19-2200) და საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2300).

ანგარიში – ამოუღებადი გადასახადებით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები (1-19-2100) მოიცავს საშემოსავლო გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2110), მოგების გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2120), ქონების გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2130), დამატებითი ღირებულების გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2140), აქციზის გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2150), იმპორტის გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2160) და სხვა გადასახადებით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების (1-19-2170) ანგარიშებს.

ანგარიშზე – „საშემოსავლო გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2110) აღირიცხება ამოუღებადი საშემოსავლო გადასასახადით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნების რეზერვები.

ანგარიშზე – „მოგების გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები “ (1-19-2120) აღირიცხება ამოუღებადი მოგების გადასასახადით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნების რეზერვები.

ანგარიშზე – „ქონების გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2130) აღირიცხება ამოუღებადი ქონების გადასასახადით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნების რეზერვები.

ანგარიშზე – „დამატებითი ღირებულების გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2140) აღირიცხება ამოუღებადი დამატებითი ღირებულების გადასასახადით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნების რეზერვები.

ანგარიშზე – „აქციზის გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2150) აღირიცხება ამოუღებადი აქციზის გადასასახადით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნების რეზერვები.

ანგარიშზე – „იმპორტის გადასახადით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2160) აღირიცხება ამოუღებადი სიმპორტის გადასასახადით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნების რეზერვები.

ანგარიშზე – „სხვა გადასახადებით საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2170) აღირიცხება ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადების გარდა სხვა გადასასახადებით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნების რეზერვები.

ანგარიში – საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები (1-19-2200) შემდეგ ანგარიშებს: საბიუჯეტო სახსრებით გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2210), არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2220), დეპოზიტების და სხვა ფინანსური აქტივების საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2230), ფინანსური იჯარის საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2240), პროცენტებთან დაკავშირებული ჯარიმების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2250) და სხვა ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2260).

ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები (1-19-2210) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2211) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2212).

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2211) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2212) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები (1-19-2220) მოიცავს: არასაბიუჯეტო (საკუთარი)სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნებს და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნებს.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხების ანარიცხები“ (1-19-2221) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2222) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „დეპოზიტების და სხვა ფინანსური აქტივების საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2230) აღირიცხება დეპოზიტებიდან და სხვა ფინანსური აქტივებიდან მისაღებ პროცენტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარის საეჭვო საპროცენტო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2240) აღირიცხება ფინანსური იჯარით გაცემულ აქტივებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო საპროცენტო მოთხოვნები.

ანგარიში – პროცენტებთან დაკავშირებული ჯარიმების, სანქციების და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები (1-19-2250) მოიცავს: ეროვნულ ვალუტაში პროცენტებთან დაკავშირებული ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2251) და უცხოურ ვალუტაში პროცენტებთან დაკავშირებული ჯარიმების, სანქციების და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების (1-19-2252) ანგარიშებს.

ანგარიშზე – „ეროვნულ ვალუტაში პროცენტებთან დაკავშირებული ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2251) აღირიცხება პროცენტებთან დაკავშირებით ეროვნულ ვალუტაში წარმოქმნილი საეჭვო საჯარიმო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში პროცენტებთან დაკავშირებული ჯარიმების, სანქციების და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2252) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში პროცენტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნები ჯარიმებით, სანქციებით და საურავებით.

ანგარიში – სხვა ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები (1-19-2260) მოიცავს: ეროვნულ ვალუტაში სხვა ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2261) და უცხოურ ვალუტაში სხვა ჯარიმების, სანქციების და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების (1-19-2262) ანგარიშებს.

ანგარიშზე – „ეროვნულ ვალუტაში სხვა ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2261) აღირიცხება პროცენტებთან დაკავშირებით ეროვნულ ვალუტაში წარმოქმნილი საეჭვო საჯარიმო მოთხოვნები.

ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში სხვა ჯარიმების, სანქციების და საურავების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები“ (1-19-2262) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში პროცენტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნები ჯარიმებით, სანქციებით და საურავებით.

ანგარიშზე – საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები (1-19-2300) აღირიცხება ერთეულის მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვის შედეგად წარმოქმნილი საეჭვო მოთხოვნები.

ანგარიში – მატერიალური მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირება (1-19-3000) მოიცავს: მასალების და მარაგების (1-19-3100), დაუსრულებელი წარმოების (1-19-3200), მზა პროდუქციის (1-19-3300), გასაყიდად ფლობილი საქონლის (1-19-3400) და სამხედრო მარაგების (1-19-3500) აკუმულირებული ღირებულების შემცირების ანგარიშებს.

ანგარიში – მასალები და მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირება (1-19-3100) მოიცავს: ნედლეულისა და მასალების (1-19-3110); სხვა მასალების და მარაგების (1-19-3140) აკუმულირებული ღირებულების შემცირების ანგარიშებს;

ანგარიშზე – „ნედლეულისა და მასალების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3110) აღირიცხება წარმოებისა და მომსახურების პროცესში გამოყენებული ნედლეულისა და მასალების აკუმულირებული ღირებულების შემცირება.

ანგარიში – სხვა მასალების და მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3140) მოიცავს: მცირეფასიანი აქტივების (1-19-3141) და სხვა მასალებისა და მარაგების (1-19-3142) აკუმულირებულ ღირებულების შემცირებას.

ანგარიშზე – „მცირეფასიანი აქტივების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3141) აღირიცხება მცირეფასიანი აქტივების აკუმულირებული ღირებულების შემცირება.

ანგარიშზე – „სხვა მასალებისა და მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3142) აღირიცხება სხვა მასალებისა და მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირება.

ანგარიშზე – „დაუსრულებელი წარმოების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3200) აღირიცხება დაუსრულებელ წარმოებასთან დაკავშირებით აკუმულირებული ღირებულების შემცირება.

ანგარიშზე – „მზა პროდუქციის აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3300) აღირიცხება მზა პროდუქციასთან დაკავშირებით აკუმულირებული ღირებულების შემცირება.

ანგარიშზე – „გასაყიდად ფლობილი საქონლის აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3400) აღირიცხება გასაყიდად ფლობილ საქონელთან დაკავშირებით აკუმულირებული ღირებულების შემცირება.

ანგარიშზე – „სამხედრო მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“ (1-19-3500) აღირიცხება სამხედრო მარაგებთან დაკავშირებით აკუმულირებული ღირებულების შემცირებ