ანგარიში – მატერიალური მარაგები (1-14-0000) მოიცავს: მასალებს და მარაგებს (1-14-1000), დაუმთავრებელ წარმოებას (1-14-2000), მზა პროდუქციას (1-14-3000), გასაყიდად ფლობილ საქონელს (1-14-4000) და სამხედრო მარაგებს (1-14-5000).

ანგარიში – „მასალები და მარაგები“ (1-14-1000) მოიცავს: ნედლეულს და მასალებს (1-14-1100) და სხვა მასალებს და მარაგებს (1-14-1400).

ანგარიშზე „ნედლეული და მასალები“ (1-14-1100) აღირიცხება ერთეულის მფლობელობაში არსებული ნედლეული და მასალები, რომლებიც გამოიყენება საქონლის წარმოების პროცესში ან/და მომსახურების მიწოდებისათვის.

ანგარიში – სხვა მასალები და მარაგები (1-14-1400) მოიცავს: მცირეფასიან აქტივებს (1-14-1410) და სხვა დანარჩენ მასალებსა და მარაგებს (1-14-1420).

ანგარიშზე – „მცირეფასიანი აქტივები“ (1-14-1410) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მცირეფასიანი აქტივები – ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა მცირეფასიანი აქტივები, რომლებიც მიუხედავად გამოყენების ვადის ხანგრძლივობისა, განიხილება მოკლევადიან აქტივებად და აღირიცხება მატერიალური მარაგების მსგავსად.

ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი მასალები და მარაგები“ (1-14-1420) აღირიცხება სამეურნეო მასალები, საკანცელარიო ნივთები, საწვავი სამეურნეო საჭიროებისთვის, საწვავი და ზეთი მანქანა-დანადგარებისთვის, კვების პროდუქტები და სხვადასხვა მატერიალური მარაგები, რომლებიც არ აღირიცხება მატერიალური მარაგების სხვა შესაბამის ანგარიშებზე.

ანგარიშზე – „დაუმთავრებელი წარმოება“ (1-14-2000) აღირიცხება პროდუქცია, რომელიც ნაწილობრივაა დამუშავებული ან წარმოებული მწარმოებლის მიერ და მათი წარმოება დასრულდება მომავალში იმავე მწარმოებლის მიერ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი არ ექვემდებარება გაყიდვას, მიწოდებას ან გადაცემას სხვა მხარისათვის შემდგომი დამუშავების გარეშე.

ანგარიშზე – „მზა პროდუქცია“ (1-14-3000) აღირიცხება ისეთი საქონელი, რომელიც წარმოების პროცესის შედეგს წარმოადგენს, ჯერ კიდევ ინახება მისი მწარმოებლის მიერ და სხვა ერთეულებზე მიწოდებამდე არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას.

ანგარიშზე – „გასაყიდად ფლობილი საქონელი“ (1-14-4000) აღირიცხება შემდგომი გაყიდვის ან სხვა ერთეულზე გადაცემის მიზნით შეძენილი ისეთი საქონელი, რომლის ფიზიკური ფორმის მკვეთრი ცვლილებები არ ხორციელდება, რამდენადაც შესყიდვის მომენტში აღნიშნულ საქონელს უკვე გააჩნია მზა პროდუქციის სახე. აღნიშნულ ანგარიშზე ერთიანდება ასევე სტრატეგიული მარაგები, რომელიც მოიცავს იმ საქონელსა და მომსახურებას, რომლებიც ინახება სტრატეგიული მიზნებისათვის და საგანგებო სიტუაციებისათვის, ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების მიერ შენახულ საქონელსა და, აგრეთვე, ისეთ საქონელს, რომელიც ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ანგარიშზე – „სამხედრო მარაგები“ (1-14-5000) აღირიცხება ერთჯერადი გამოყენების მოწყობილობები, როგორებიცაა ტყვია-წამალი, რაკეტები, ბომბები და სხვა, რომლებიც არ აღირიცხება სხვა ძირითად აქტივებშ