ანგარიშთა გეგმა შედგება ანგარიშების სისტემატიზებული ჩამონათვალისგან, სადაც ყოველ ანგარიშს თავისი კოდი (შიფრი) აქვს მიკუთვნებული.

ანგარიშები განზოგადებისა და დეტალიზაციის ხარისხის შესაბამისად, იყოფა მაჯგუფებელ (სინთეზურ) და დეტალურ (ანალიზურ) ანგარიშებად. მაჯგუფებელი (სინთეზური) ანგარიში წარმოადგენს შინაარსობრივად დაახლოებულ ბუღალტრული ანგარიშების ჯგუფს. დეტალური (ანალიზური) ანგარიშები შედის მაჯგუფებელი (სინთეზური) ანგარიშის შემადგენლობაში და გამოიყენება აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების, ასევე, საცნობარო ანგარიშების დეტალიზაციისთვის.

თითოეულ ანგარიშს აქვს დასახელება და უნიკალური შვიდნიშნა კოდი (შიფრი), სადაც პირველი ციფრი აღნიშნავს შესაბამისად აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების ან ხარჯების კლასს, მეორე და მესამე ციფრი აღნიშნავს აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების ან ხარჯების შესაბამის ჯგუფს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი აღნიშნავს აქტივის, ვალდებულების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების ან ხარჯების დეტალურ (ანალიზურ) ანგარიშებს.

წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, 1-ით წარმოდგენილია აქტივების, 2-ით ვალდებულებების, 3-ით წმინდა აქტივების/კაპიტალის, 4-ით შემოსავლების და 5-ით ხარჯების კლასები.

კლასები იყოფა ჯგუფებად, ხოლო ჯგუფები - ანალიზურ ანგარიშებად. თითოეული დეტალური (ანალიზური) ანგარიშის კოდში (შიფრში) მოცემულია კლასისა და ჯგუფის აღმნიშვნელი შესაბამისი ციფრებ