აღნიშნული თავი განმარტავს აქტივების ანგარიშებს.
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, აქტივების კლასი (1-00-0000) მოიცავს აქტივების შემდეგ ჯგუფებს: მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივებს (1-10-0000) და გრძელვადიან აქტივებს (1-20-0000).
მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების ჯგუფი (1-10-0000) მოიცავს შემდეგ ანგარიშებს: ფულად სახსრებს და მათ ეკვივალენტებს (1-11-0000), მოკლევადიან (მიმდინარე) ინვესტიციებს (1-12-0000), მოკლევადიან (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებებს (1-13-0000), მატერიალურ მარაგებს (1-14-0000) და სხვა მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივებს (1-15-0000).
გრძელვადიანი აქტივების ჯგუფი (1-20-0000) მოიცავს შემდეგ ანგარიშებს: გრძელვადიან ფინანსურ აქტივებს (1-21-0000), ძირითადი აქტივებს (1-22-0000), საინვესტიციო ქონებას (1-23-0000), არამატერიალურ აქტივებს (1-24-0000), შეღავათიანი მომსახურების აქტივებს (1-25-0000), ფინანსური იჯარის ფარგლებში აქტივებს (1-26-0000), სხვა არაფინანსურ აქტივებს (1-27-0000), აკუმულირებულ ცვეთას და ამორტიზაციას (1-28-0000) და აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-29-0000