ერთეულები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ანგარიშთა გეგმის შესაბამისად.
საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ოპერაციებისა და სხვა მოვლენების შედეგად მომხდარი ცვლილებების ასახვას ერთეულები ახდენენ წინამდებარე ანგარიშთა გეგმის საშუალებით.
ერთეულს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, სააღრიცხვო პოლიტიკის ფარგლებში უფლება აქვს ერთიანი უნიფიცირებული ანგარიშთა გეგმის საფუძველზე შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამუშაო ანგარიშთა გეგმა. ამასთან, კონტროლირებულმა ერთეულმა შესაძლებელია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის მიერ შემუშავებული სამუშაო ანგარიშთა გეგმ