წინამდებარე ინსტრუქცია საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში – „სახელმწიფო ერთეულ(ებ)ის“ ან „ერთეულ(ებ)ის“) ბუღალტრულ ანგარიშთა გეგმას და მისი გამოყენების მეთოდოლოგიურ საფუძვლებს.

ინსტრუქციის მიზანია სახელმწიფო სახსრების სწორი და გამჭვირვალე აღრიცხვა - ანგარიშგების უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთიანი უნიფიცირებული ანგარიშთა გეგმის განსაზღვრა.

აღნიშნული ინსტრუქცია უზრუნველყოფს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) საფუძველზე შემუშავებული ბუღალტრული ანგარიშების თავსებადობას სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2014 წლის მეთოდოლოგიის (GFSM 2014) ეკვივალენტურ ანგარიშებთან.

აღნიშნული ინსტრუქცია მომზადებულია შემდეგი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) საფუძველზე:

ა) სსბასს 1 ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;

ბ) სსბასს 2 ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება;

გ) სსბასს 3 სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები;

დ) სსბასს 4 უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები;

ე) სსბასს 5 სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები;

ვ) სსბასს 9 შემოსავალი გაცვლითი ოპერაციებიდან;

ზ) სსბასს 12 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;

თ) სსბასს 13 იჯარა;

ი) სსბასს 14 ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები;

კ) სბასს 16 საინვესტიციო ქონება;

ლ) სსბასს 17 ძირითადი საშუალებები;

მ) სსბასს 19 ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები;

ნ) სსბასს 20 დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები;

ო) სსბასს 21 ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

პ)სსბასს 23 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადები და ტრანსფერები);

ჟ) სსბასს 24 ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში;

რ) სსბასს 26 ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

ს) სსბასს 31 არამატერიალური აქტივები;

ტ) სსბასს 32 შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი;

უ) სსბასს 34 ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება;

ფ) სსბასს 35 კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ქ) სსბასს 36 ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში;

ღ) სსბასს 37 ერთობლივი შეთანხმებები;

ყ) სსბასს 39 დაქირავებულთა სარგებელ