ანგარიში – გრძელვადიანი ფინანსური აქტივები (1-21-0000) მოიცავს: ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1000); ინვესტიციებს წილობრივ ინსტრუმენტებში (1-21-2000); სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები (1-21-3000); გრძელვადიანი დებიტორულ დავალიანებებს (1-21-4000) და გრძელვადიანი ფინანსური აქტივების და მოთხოვნების აკუმულირებული ღირებულების შემცირებას (1-21-5000).
ანგარიში – ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-21-1000) მოიცავს საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1100) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1200).
ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-21-1000) მოიცავს საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1110) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1120).
ანგარიშზე – საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-21-1110) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები.
ანგარიშზე – საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-21-1120) აღირიცხება საბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები.
ანგარიში – არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები (1-21-1200) მოიცავს არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1210) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1220).
ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები“ (1-21-1210) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში გაცემული გრძელვადიანი სესხები ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტები და სესხები“ (1-21-1220) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში გაცემული გრძელვადიანი სესხები უცხოურ ვალუტაში.
ანგარიშზე – „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“ (1-21-2000) აღირიცხება სახელმწიფო ერთეულების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი აქციები და სხვა კაპიტალი, ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა და სხვა.
ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები“ (1-21-3000) აღირიცხება სესხების გარდა სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები.
ანგარიში – გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებები (1-21-4000) მოიცავს: ფინანსური იჯარიდან მოთხოვნებს (1-21-4100), რომელზეც აღირიცხება ფინანსური იჯარით გაცემული აქტივებით წარმოქმნილი გრძელვადიანი ფინანსური მოთხოვნები.
ანგარიში – გრძელვადიანი ფინანსური აქტივების და მოთხოვნების აკუმულირებული ღირებულების შემცირება (1-21-5000) მოიცავს: ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-21-5100); წილობრივი ინსტრუმენტების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-21-5200); გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების (1-21-5300) ანგარიშებს.
ანგარიში – ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-21-5100) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-21-5110) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-21-5120).
ანგარიში – საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-21-5110) მოიცავს: საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-21-5111) და საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-21-5112).
ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-21-5111) აღირიცხება საბუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.
ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-21-5112) აღირიცხება საბუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.
ანგარიში –არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-21-5120) მოიცავს: არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-21-5121) და არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-21-5122).
ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-21-5121) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.
ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-21-5122) აღირიცხება ერთეულის არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.
ანგარიშზე – „წილობრივი ინსტრუმენტების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-21-5200) აღირიცხება წილობრივ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.
ანგარიშზე – „გრძელვადიანი საეჭვო დებიტორული დავალიანებების ანარიცხები“ (1-21-5300) აღირიცხება გრძელვადიანი საეჭვო დებიტორული დავალიანებებ