ანგარიში – არამატერიალური აქტივები (1-24-0000) მოიცავს: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (1-24-1000).
ანგარიში – ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები (1-24-1000) მოიცავს: კვლევას და განვითარებას (1-24-1100); მინერალური წიაღისეულის ძიებას და შეფასებებს (1-24-1200); კომპიუტერულ პროგრამებს და მონაცემთა ბაზებს (1-24-1300); გასართობ, ლიტერატურულ და მხატვრულ ორიგინალ ნიმუშებს (1-24-1400); ინტელექტუალური საკუთრების სხვა პროდუქტებს (1-24-1500) და არაწარმოებული აქტივების საკუთრების უფლების გადაცემის ხარჯები (მიწის გარდა) (1-24-1600).
ანგარიშზე – „კვლევა და განვითარება“ (1-24-1100) - აღირიცხება სისტემატური შემოქმედებითი სამუშაოს ღირებულება ცოდნის ამაღლების მიზნით, რომელიც შეიძლება იყოს ეკონომიკური სარგებლის მომტანი მომავალში.
ანგარიშზე – „მინერალური წიაღისეულის ძიება და შეფასება“ (1-24-1200) აღირიცხება სატესტო ბურღვისა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯები, როგორებიცაა პრე-ლიცენზია, ლიცენზია, შეძენის და შეფასების ხარჯები, საჰაერო და სხვა სახის დათვალიერების ღირებულება, ისევე, როგორც ტრანსპორტირება და სხვა დანახარჯები, რაც კვლევის ჩასატარებლადაა საჭირო.
ანგარიში – კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები (1-24-1300) - მოიცავს კომპიუტერულ პროგრამებს (1-24-1310) და მონაცემთა ბაზებს (1-24-1320).
ანგარიშზე – „კომპიუტერული პროგრამები“ (1-24-1310) აღირიცხება კომპიუტერული პროგრამების აღწერა და შესაბამისი მასალები სისტემებისა და აპლიკაციებისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით გამოიყენება.
ანგარიშზე „მონაცემთა ბაზები“ (1-24-1320) აღირიცხება კომპიუტერულად ორგანიზებული სახით მომზადებული მონაცემთა ერთობლიობა, რაც იძლევა მათი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას.
ანგარიშზე – „გასართობი, ლიტერატურული და მხატვრული ორიგინალი ნიმუშები“ (1-24-1400) - აღირიცხება ფილმების ორიგინალები, ხმის ჩაწერა, ხელნაწერები, ფირები და მოდელები, სადაც დრამატული ნაწარმოებები, რადიო და სატელევიზიო პროგრამები, მუსიკალური სპექტაკლები, სპორტული ღონისძიებები და ლიტერატურული და სამსახიობო ნაწარმოებები.
ანგარიშზე – „ინტელექტუალური საკუთრების სხვა პროდუქტები“ (1-24-1500) - აღირიცხება ინტელექტუალური და საკუთრების სხვა პროდუქტები, რომლებიც არ აღირიცხება სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ანგარიშებზე.
ანგარიშზე – „ არაწარმოებული აქტივების საკუთრების უფლების გადაცემის ხარჯები (მიწის გარდა)“ (1-24-1600) - აღირიცხება, როგორც ძირითადი აქტივებით ოპერაციები, რადგან მათი ღირებულება წარმოებულ აქტივად ითვლება. მიწის გარდა არაწარმოებული აქტივების საკუთრების გადაცემის ღირებულება ექვემდებარება ძირითადი კაპიტალის მოხმარებას, რომელიც ასევე შედის ამ კატეგორიაში. საბუღალტრო ბალანსში, საკუთრების გადაცემის ეს ხარჯები, ისევე, როგორც ასეთი ხარჯების ძირითადი კაპიტალის მოხმარება აისახება შესაბამისი არაწარმოებული აქტივების ღირებულებაშ