უცხოურ ვალუტაში გამოხატული ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების, საწარმოო მარაგების, საქონლის, კაპიტალის და სხვა აქტივებისა და პასივების ღირებულება, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის 63-ე მუხლში, ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში აისახება ეროვნულ ვალუტაში ოპერაციის მოხდენის თარიღისათვის მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 62
თავი XII — ანგარიშსწორებანი მოთხოვნებისა და ვალდებულებების მიხედვით და სხვა მუხლები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 62. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-62/