1. საწარმოს შეუძლია შექმნას ანარიცხები საეჭვო მოთხოვნებისათვის (დებიტორული დავალიანებისათვის), აგრეთვე მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელებისათვის.
2. ანარიცხები საეჭვო მოთხოვნებისათვის იქმნება წლის ბოლოს მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) ინვენტარიზაციის საფუძველზე სხვა საწარმოებთან, დაწესებულებებთან, ასევე ცალკეულ ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა მიხედვით. ანარიცხები იქმნება მევალის ფინანსური მდგომარეობიდან (გადახდისუნარიანობიდან), მთლიანად ან ნაწილობრივ ვალის დაფარვის შესაძლებლობიდან გამომდინარე.
3. მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელებისათვის ანარიცხები შეიძლება შეიქმნას ისეთი ხარჯებისათვის, როგორიცაა მუშაკთა მომავალი შვებულების ანაზღაურება, რემონტის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის, წარმოების სეზონური ხასიათის გამო მოსამზადებელი სამუშაოებისათვის და სხვ.
საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 59
თავი XI — კაპიტალი და რეზერვები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 62. გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები
- მუხლი 29. დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული უფლებების გადასვლა
- მუხლი 24. ფაქტორინგთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანების დაფარვა
- მუხლი 23. შეტყობინება დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ
- მუხლი 30. დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის უფლების შეზღუდვის დაუშვებლობა
- მუხლი 6. უიმედო ვალებად აღიარებული მოთხოვნები და დებიტორული დავალიანებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 59. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/111274/muxli-59/