ანგარიში – გადასახდელი გადასახადებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები (2-13-0000) მოიცავს სახაზინო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელების (2-13-1000), გადასახდელი გადასახადების (2-13-2000), თანამშრომლებთან დაკავშირებული გადასახდელების და სტიპენდიების (2-13-3000), საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების (2-13-4000), გადასახდელი პროცენტების (2-13-5000); გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე)კრედიტორული დავალიანებები (2-13-6000) და სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების (2-13-9000) ანგარიშებს.

ანგარიში – სახაზინო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელები (2-13-1000) მოიცავს ხაზინისათვის გადასახდელებს საგადასახადო შემოსავლებიდან (2-13-1100), ხაზინისათვის გადასახდელებს არასაგადასახადო შემოსავლებიდან (2-13-1200) და ხაზინის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გადასახდელებს (2-13-1300).

ანგარიშზე – „ხაზინისათვის გადასახდელები საგადასახადო შემოსავლებიდან (2-13-1100) აღირიცხება საგადასახადო შემოსავლების სახით ხაზინაში გადასახდელი თანხები.

ანგარიშზე – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“ (2-13-1200) აღირიცხება ხაზინის მიერ მისაღები არასაგადასახადო შემოსავლები.

ანგარიშზე – „ხაზინის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპერაციების დასაფინანსებლად გადასახდელები“ (2-13-1300) აღირიცხება ხაზინის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ოპერაციების დასაფინანსებლად ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადასახდელი თანხები.

ანგარიში – გადასახდელი გადასახადებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები (2-13-2000) მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი გადასახადების ანგარიშებს: საშემოსავლო გადასახადით (2-13-2100), მოგების გადასახადით (2-13-2200), ქონების გადასახადით (2-13-2300), დამატებითი ღირებულების გადასახადით (2-13-2400), აქციზით (2-13-2500), იმპორტის გადასახადით (2-13-2600), სხვა გადასახადებით (2-13-2700) და სხვა გადასახდელებით (2-13-2800) წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს.

ანგარიშზე – „საშემოსავლო გადასახადთ წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2100) აღირიცხება საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულება.

ანგარიშზე – „მოგების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2200) აღირიცხება ერთეულის მიერ არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი მოგების გადასახადი.

ანგარიშზე – „ქონების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2300) აღირიცხება ერთეულის მიერ გადასახდელი ქონების გადასახადი.

ანგარიშზე – „დამატებითი ღირებულების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2400) აღირიცხება არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობის შედეგად გადასახდელი დღგ-ის გადასახადი.

ანგარიშზე – „აქციზით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2500) აღირიცხება გადასახდელი აქციზის გადასახადი.

ანგარიშზე – „იმპორტის გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2600) აღირიცხება საქონლის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთის დროს გადასახდელი იმპორტის გადასახადი.

ანგარიშზე – „სხვა გადასახადებთ წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2700) აღირიცხება ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადების გარდა სხვა გადასახადები.

ანგარიშზე – „სხვა გადასახდელებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-2800) აღირიცხება ბიუჯეტში გადასახდელი სხვა თანხები, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ზემოაღნიშნულ ანგარიშებზე.

ანგარიში – თანამშრომლებთან დაკავშირებული გადასახდელები და სტიპენდიები (2-13-3000) მოიცავს შტატით მომუშავეთა ხელფასებს (2-13-3100), შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებით (2-13-3200), ქვეყნის შიგნით მივლინებებით (2-13-3300), ქვეყნის გარეთ მივლინებებით (2-13-3400), დამსაქმებლის მიერ ფულადი სახით გაწეულ სოციალურ დახმარებებით (2-13-3500), დამსაქმებლის მიერ საქონლის სახით გაცემულ სოციალურ დახმარებებით (2-13-3600), თანამშრომელთა ხელფასებიდან დაკავებული თანხებით (2-13-3700), სტიპენდიებით (2-13-3800), სოციალური დახმარების დარიცხვით წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-3900).

ანგარიშზე – „შტატით მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3100) აღირიცხება დამქირავებლის მიერ შტატით გათვალისწინებული მომუშავეებისათვის მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გასაცემი თანხები.

ანგარიშზე – „შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3200) აღირიცხება დამქირავებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთათვის მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გასაცემი თანხები.

ანგარიშზე – „ქვეყნის შიგნით მივლინებებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3300) აღირიცხება მივლინებებთან დაკავშირებით ერთეულის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებული პირების მიმართ.

ანგარიშზე – „ქვეყნის გარეთ მივლინებებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3400) აღირიცხება მივლინებებთან დაკავშირებით ერთეულის დავალიანებები საზღვარგარეთ მივლინებული პირების მიმართ.

ანგარიშზე – „დამსაქმებლის მიერ ფულადი სახით გაწეული სოციალური დახმარებებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3500) აღირიცხება მომუშავეებისათვის ფულადი ფორმით სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები.

ანგარიშზე – „დამსაქმებლის მიერ საქონლის სახით გაცემული სოციალური დახმარებებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3600) აღირიცხება მომუშავეებისათვის სასაქონლო ფორმით სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები.

ანგარიშზე – „თანამშრომელთა ხელფასებიდან დაკავებული თანხებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3700) აღირიცხება მომუშავეებისათვის ხელფასის გაცემისას დაკავებული თანხები.

ანგარიშზე – „სტიპენდიებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3800) აღირიცხება სასწავლო დაწესებულებათა ვალდებულებები სტიპენდიანტების წინაშე.

ანგარიში – „სოციალური დახმარებით დარიცხული წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-3900) მოიცავს ფულადი ფორმით გაწეულ სოციალურ დახმარებებით ( 2-13-3910), სასაქონლო ფორმით გაწეულ სოციალურ დახმარებებით (2-13-3920), სახელმწიფოს მიერ საპენსიო სქემაში შენატანით (2-13-3930), დამსაქმებლის მიერ საპენსიო სქემაში შენატანით (2-13-3940) და დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემაში შენატანით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები (2-13-3950).

ანგარიშზე – „ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებები“ (2-13-3910) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის სოციალური დახმარების მუხლით განსაზღვრული ხარჯებით წარმოქნილი ვალდებულებები.

ანგარიშზე – „სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებები“ (2-13-3920) აღირიცხება სოციალური დახმარებებით წარმოქმნილი ვალდებულებები სასაქონლო ფორმით.

ანგარიშზე – „სახელმწიფოს მიერ საპენსიო სქემაში შენატანი“ (2-13-3930) –აღირიცხება სახელმწიფოს მიერ საპენსიო სქემაში მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი.

ანგარიშზე – „დამსაქმებლის მიერ საპენსიო სქემაში შენატანი“ (2-13-3940) –აღირიცხება დამსაქმებელის მიერ საპენსიო სქემაში მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი.

ანგარიშზე – „დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემაში შენატანი“ (2-13-3950) აღირიცხება საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის მიერ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი.

ანგარიში – „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-4000) მოიცავს საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს საბიუჯეტო წლის ფარგლებში (2-13-4100) და საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ (2-13-4200).

ანგარიშზე – „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ (2-13-4100) აღირიცხება საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში.

ანგარიშზე –„საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ (2-13-4200) აღირიცხება საქონლის და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ.

ანგარიში – „გადასახდელი პროცენტი“ (2-13-5000) მოიცავს გრძელვადიანი ფინანსური იჯარის ვალდებულების მიმდინარე ნაწილის გადასახდელი პროცენტის (2-13-5100) და სხვა გადასახდელი პროცენტების (2-13-5200) ანგარიშებს.

ანგარიშზე – „გრძელვადიანი ფინანსური იჯარის ვალდებულების მიმდინარე ნაწილის გადასახდელი პროცენტები“ (2-13-5100) აღირიცხება ფინანსური იჯარის მიმდინარე ნაწილის გადასახდელი პროცენტები

ანგარიშზე – „სხვა გადასახდელი პროცენტები“ (2-13-5200) აღირიცხება მიღებულ სესხებზე დარიცხული და სხვა გადასახდელი პროცენტები.

ანგარიში – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-6000) მოიცავს გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს საბიუჯეტო წლის ფარგლებში (2-13-6100) და არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ (2-13-6200).

ანგარიშზე – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ (2-13-6100) აღირიცხება გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით საბიუჯეტო წლის ფარგლებში წარმოქმნილი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები.

ანგარიშზე – „არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ (2-13-6200) აღირიცხება გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ წარმოქმნილი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები.

ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-9000) მოიცავს დარიცხულ გადასახდელ რენტას (2-13-9100), მიღებული შემოსავლებით ბიუჯეტის წინაშე წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-9200); ვალდებულებები დეპონენტების მიმართ (2-13-9300); გადასახდელი დივიდენდები (2-13-9400) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-9900).

ანგარიშზე – „დარიცხული გადასახდელი რენტა“ (2-13-9100) აღირიცხება მიწის, წიაღისეული აქტივების და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი (არაწარმოებული) აქტივების იჯარის შედეგად გადასახდელი რენტა.

ანგარიშზე – „მიღებული შემოსავლებით ბიუჯეტის წინაშე წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-9200) აღირიცხება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებული შემოსავლებით ბიუჯეტის წინაშე წარმოქმნილი ვალდებულებები.

ანგარიშზე – „ვალდებულებები დეპონენტების მიმართ“ (2-13-9300) აღირიცხება ორგანიზაციის სალაროდან დადგენილ ვადებში მომუშავეებზე და სხვა პირებზე გაუცემელი, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე /ხაზინის ანგარიშებზე დეპონირებული ხელფასები და სხვა გადასახდელები.

ანგარიშზე – „გადასახდელი დივიდენდები“ (2-13-9400) აღირიცხება მოგების განაწილების ვალდებულება კაპიტალში ინვესტირებული წილის პროპორციულად.

ანგარიშზე –„სხვა დანარჩენი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-9900) აღირიცხება დარიცხული მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების სხვა ანგარიშებზ