ანგარიში – „გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები ფინანსური იჯარით (2-23-0000) მოიცავს ფინანსური იჯარით გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს ეროვნულ ვალუტაში (2-23-1000) და ფინანსური იჯარით გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს უცხოურ ვალუტაში (2-23-2000).

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარით გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები ეროვნულ ვალუტაში“ (2-23-1000) აღირიცხება გრძელვადიანი ვალდებულებები ეროვნულ ვალუტაში, რომლებიც წარმოქმნილია ფინანსური იჯარით მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით.

ანგარიშზე – „ფინანსური იჯარით გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები უცხოურ ვალუტაში“ (2-23-2000) აღირიცხება გრძელვადიანი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, რომლებიც წარმოქმნილია ფინანსური იჯარით მიღებულ აქტივებთან დაკავშირები